29 ნოემბერი 2026,   00:36
ვრცლად
მზადება 26 მაისისთვის - სამხედრო მოსამსახურეებმა და წვევამდელებმა თავისუფლების მოედანზე რეპეტიცია გაიარეს

მზადება 26 მაისის მთავარი ღონისძიებისთვის - თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიარეს სამხედრო მოსამსახურეებმა და წვევამდელებმა, რომლებიც სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან.

"თავდაცვის ძალები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს თავისუფლების მოედანზე ჩატარდა მეორე რეპეტიცია.

ტრადიციულად, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ტექნიკა გამოფენილი იქნება თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც მომსვლელ საზოგადოებას ექნება საშუალება გაეცნოს წარმოდგენილ საბრძოლო ტექნიკას, მოისმინოს მისი დანიშნულება და შესაძლებლობები სამხედრო მოსამსახურეებისგან", - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ბაციკაძემ.

დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს დადებენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას. 26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ. ბანერები უკვე განთავსდა პარლამენტის შენობაზე.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები