ბაკურიანში ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოიპოვა წიწვოვანი სახეობის 5 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებას მაღალი გამავლობის მანქანით ახორციელებდა.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ვიდეოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში.