06 აგვისტო 2026,   08:28
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - 26 მაისის აქციის გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ალიანსის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე იმსჯელეს

18 მაისს ალიანსის ლიდერები "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე შეიკრიბნენ. გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, გიგი წერეთელი - გაერთიანების ყველა წევრი მინუს სააკაშვილის პარტია. როგორც ჩანს ყოფილი "ნაციონალების" შეხვედრებზე "ნაციონალების" არყოფნა დიდი ხანია არ უკვირთ. ამაზე მეტყველებს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო პარტნიორის მცდელობაც - ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინოს ფაქტი, რომ ოპოზიციური 9-იანიდან 8 პარტია ერთადაა, ექსპრეზიდენტის გუნდი კი ცალკეა.

შეიძლება თუ არა, არ ესწრებოდე ალიანსის არც ერთ შეხვედრას და მაინც ალიანსის წევრად რჩებოდე? - პასუხი "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. სამაგიეროდ აქვს საკუთარი დღის წესრიგი, დამოუკიდებელი გეგმები ე.წ. მარიოტის ოპოზიციისგან, როგორც ყოფილ "ნაციონალებს" მიხეილ სააკაშვილი უწოდებს.

სამუშაო პროცესში ალიანსის მიღმა - ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" მუდმივ რეჟიმად გაერთიანების შექმნისთანავე იქცა. ჯერ იყო გენერალური მდივნისა და ფედერალისტების ლიდერის მწვავე დაპირისპირება, შემდეგ სააკაშვილის წერილები და მოწოდებების სერია - "ნაცებს" დაეცვათ ალიანსის წესები. პირობა არ შეასრულეს, შედეგიც სახეზეა - ალიანსში ფორმალურად დარჩენილი "ნაცმოძრაობა" გაერთიანების გარეთ დარჩა. ამას პარტიების ნაწილი ვერ მალავს, თუმცა ნაწილი ცდილობს დამალოს.

18 მაისის საერთო შეხვედრას "ფედერალისტები" ესწრებოდნენ. პარტიას თენგიზ კირთაძე წარმოადგენდა, რომელიც კოლეგებისგან განსხვავებით არც პოზიციას მალავს, და არც მოცემულობას.

ოპოზიციის ერთობის დემონსტრირების მცდელობას მმართველი პარტია ერთი მხრივ, გარე აქტორებს უკავშირებს, მეორე მხრივ კი ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიის ელექტორალური რესურსის საჭიროებზე გადის.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" 18 მაისის შეხვედრა არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. ალიანსმა რეგიონში ე.წ. კარდაკარიც სააკაშვილის პარტიის გარეშე ჩაატარა. თავად "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს, თუმცა 9-იანმა დიდი ხნის გადაწყვიტა, რომ იყოს რვიანი. ამ ფონზე ალიანსის ლოგოზე ცარიელ კვადრატს შეთავაზების მიუხედავად, არც სხვები ავსებენ.

დღის ამბები