იტალიის ქალაქ რიმინიში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი - "რუთს ევროპა 2026" დასრულდა.
ფორუმზე, სადაც 65-ზე მეტი ქვეყნიდან ასზე მეტი წამყვანი ავიაკომპანია და აეროპორტი იყო წარმოდგენილი, ჩვენს ქვეყანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენდა.
ფორუმის მთავარი მიზანი ახალი ბაზრების ათვისება, არსებული მიმართულებების დივერსიფიკაცია და საქართველოს საავიაციო და ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობა იყო.