06 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
ვხედავთ, რომ პოლიტიკოსების თუ აქტივისტების მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რაიმენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, მიზანი ერთადერთია - თავები დაანახონ პატრონებს - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციის ალიანსის საორგანიზაციო შეკრება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე - ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და აქტივისტების მთავარი მიზანი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებაა.

"ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფი პოლიტიკოსებისა თუ აქტივისტებისა, მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული, რომ რაიმენაირად ასიამოვნონ უცხოელებს. მიზანი არის ერთადერთი, რომ თავები დაანახოს თავის პატრონებს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერების შეხვედრას სააკაშვილის პარტია არ ესწრებოდა. აქციის გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ყოფილმა "ნაციონალებმა" მოქმედი "ნაციონალების" გარეშე იმსჯელეს.

დღის ამბები