"აფხაზეთობის კვირეულის" ფარგლებში, ჰოლოზეუმში, მედიაპროექტ "მიამბე აფხაზეთზე" საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
პროექტი "მიამბე აფხაზეთზე" 10 წლისაა და ამასთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ათწლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილი მასალების სპეციალური ვიდეოინსტალაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, რომ, აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა პროექტი სახელად "მიამბე აფხაზეთზე".
"აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში, დღეს გაიმართა აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედიაპროექტი "მიამბე აფხაზეთზე" - საიუბილეო საღამო, სადაც ძალიან ლამაზი გამოფენა მოეწყო იმ სიუჟეტების, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა," - აცხადებს ჯინჭარაძე.