"ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებს, თუ როგორი დაპირისპირებაა ალიანსის შექმნის დღიდან", - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაში მორიგ დაპირისპირებას.
კერძოდ, არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერების შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა.
ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ეს ალიანსი განწირულია დაშლისთვის, ისევე როგორც ყველა ალიანსი, რომელთა შექმნაც აქამდე უცდიათ.
"ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებს, თუ როგორი დაპირისპირებაა ალიანსის შექმნის დღიდან. მე დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს, რომ ეს ალიანსი არის განწირული დაშლისთვის, ისევე როგორც ყველა ალიანსი, რომელსაც ისინი ცდილობდნენ რომ შეექმნათ. შესაბამისად, ეს წინასაარჩევნო პერიოდში იყო თუ არჩევნების მერე, ისევ იშლებოდნენ. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვუყურებთ სწორედ ამ პროცესს," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.