28 ნოემბერი 2026,   11:15
ვრცლად
ილია ღლონტი სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების რაოდენობაზე საუბრობს

მეხუთე დღეა, ოპოზიციური ჯგუფები, მათ შორის "ალტინფოს" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ციხეებში პატიმრების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებულ მონაცემებს გადააჭარბა. 

"ეს სისხლიანი 9 წელი ხომ გახსოვთ - ნულოვანი ტოლერანტობა და ა.შ. 2007 წელს ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა მაგ პერიოდის განმავლობაში და ეს იყო 21 170 ადამიანი. მაშინ, როდესაც პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, როგორც გვახსოვს და მაშინ, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა იყო კრიმინალის მიმართ გამოცხადებული. ჰოდა, დღეს, 2025 წელს, გვყავს 22 767 პატიმარი. ანუ, "უკეთესი" მთავრობა მოვიდა - ამის თქმა მინდა," - აცხადებს მოძრაობის "ქართული რესპუბლიკა" დამფუძნებელი ილია ღლონტი.

მმართველი გუნდი პატიმრებით სპეკულაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. ამავე თემაზე, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხდება მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია და, რეალურად, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელ მისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს არ იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში და აქვთ პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა.

დღის ამბები