18 ივნისი 2026,   11:35
ვრცლად
კუბის პრეზიდენტის განცხადებით, მათ წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს - Reuters

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ კუბის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ქმედება "სისხლიან ხოცვა-ჟლეტას" გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს" - დაწერა დიას-კანელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მედიის ცნობით, კომენტარები კვირას გამოქვეყნებულ Axios-ის რეპორტაჟს მოჰყვა, რომელშიც საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით არის ნათქვამი, რომ კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილავდა მათი გამოყენების გეგმებს, გუანტანამოს ყურეში აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, ამერიკულ სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი-უესტზე თავდასხმისთვის.

ამასთან, კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა, ცალკე განცხადებაში აღნიშნა, რომ კუბას "მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად“, გარე აგრესიისგან თავდაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს, გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მან ასევე განაცხადა, რომ კუბაზე თავდასხმის მსურველები, თავიანთი ქმედებების გასამართლებლად ცრუ საბაბებს იყენებენ.

დღის ამბები