07 აგვისტო 2026,   02:29
ვრცლად
პრემიერი: მოხარული ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან  შეხვედრით, განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს

მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან  შეხვედრით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საუბრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა.

"მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან  შეხვედრით. საუბრისას განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და  განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ  იმ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს  გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში", - აღნიშნავს პრემიერი.

დღის ამბები