14 აგვისტო 2026,   01:48
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის

სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.  

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.  

"მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას. ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის", - წერს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები