ქართულ მედიაზე თავდასხმებით გამორჩეული პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა ამჯერად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
პოლონელი ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტების სერიას აქვეყნებს და წერს, რომ სააკაშვილი ყალბი ბრალდებითაა დაპატიმრებული.
ბრეიზა მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში მყოფ გმირად მოიხსენიებს, მის მიმართ გამოტანილ განაჩენს კი ფიქტიურად მიიჩნევს.
"სხვათა შორის, სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს, რომლებიც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მან განსვენებული ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის გვირგვინისთვის თანხა დახარჯა", - წერს პოლონელი დეპუტატი კშიშტოფ ბრეიზა.
ავტორი: ნანა გოგატაძე