"ანტიოქიიდან, სადაც მოციქულებს ეწოდათ პირველი ქრისტიანები, სადაც მსახურობდნენ წმინდა პეტრე და წმინდა პავლე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი გადმოგცემთ ძმურ სიყვარულსა და გილოცავთ წმინდა სინოდის მიერ, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას", - ამ სიტყვებით მიმართა ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენლებმა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიოს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნულია, მისი უწმინდესობა იოანე მეათე და ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდი, საქართველოს წმინდა ეკლესიის წინამძღოლს შიო მესამეს, სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს უსურვებს.
"უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, შიო მესამე. ანტიოქიიდან, სადაც მოციქულებს ეწოდათ პირველი ქრისტიანები, სადაც მსახურობდნენ წმინდა პეტრე და წმინდა პავლე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი გადმოგცემთ ძმურ სიყვარულსა და გილოცავთ წმინდა სინოდის მიერ, მცხეთა თბილისის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას.
მისი უწმინდესობა იოანე მეათე და ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდი ევედრება უფალს მოგცეთ სულიერი და ფიზიკური სიძლიერე საქართველოს წმინდა ეკლესიის წაძღოლაში. ვლოცულობთ, რომ გასწიოთ ეკლესიის ისეთივე წინამძღოლობა, როგორც ეს თქვენმა წინამორბედმა დიდმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო. პატრიარქმა, რომელმაც ასე ძალიან შეგვაყვარა თქვენი ქვეყანა საქართველო.
ჩვენ გვაკავშირებს საუკუნოვანი ძმობა და ისტორიული კავშირები. ლოცვითა და ღვთის ნებით ჩვენი წმინდა ეკლესიები გააგრძელებენ ამ ტრადიციებს. უწმინდესო და უნეტარესო ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი პატივისცემა და სიყვარული. ღმერთმა გადღეგრძელოთ", - მიმართა ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენლებმა პატრიარქ შიო მესამეს.