ეროვნული ერთიანობის სიმბოლო - 17 მაისი, ეროვნული ერთიანობის დღედ ჯერ კიდევ 12 წლის წინ იქცა, ტრადიცია კი გრძელდება.
სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა, მრევლს ქადაგებით მიმართა, დალოცა ტაძრის შიგნით და მის გარეთ შეკრებილი სულიერი შვილები. კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ, სასულიერო პირებთან ერთად, ტაძრის გარეთ სამადლობელი ლოცვა აღავლინა და იქადაგა.
ეკლესია მადლობას სწირავს ღმერთს რომელიც იცავს ოჯახებს, სიყვარულსა და მშვიდობას.
პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს მიმართა და დალოცა ადამიანები, რომელიც დღევანდელმა დღემ გააერთიანა და სწორედ სამების საკათედრო ტაძრამდე მიიყვანა.