ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამზადისი უკვე დაწყებულია კახეთში. 17 მაისს, დღეს მრევლი თელავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბება, სადაც აღევლინება პარაკლისი.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მრევლი ტაძრიდან მსვლელობით გაემართება სპეციალურად დამონტაჟებული სცენისკენ. იქნება სიტყვით გამოსვლები.
სასულიერო პირები 17 მაისის მნშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს აქკეთებენ პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწესებულ დღესასწაულზე.
"სრული შემართებით უნდა გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რომელიც ჩვენმა განსვენებულმა პატრიარქმა გვიანდერძა, დაგვიტოვა და გვითხრა. ასე, რომ ჩვენ ვართ მისი საქმის გამგრძელებლები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავაგრძელებთ ამას, სანამ ცოცხლები ვართ. ოჯახის სიწმინდის დღეზე იგეგმება მსვლელობა, მცირე პარაკლისით თელავის ღვთისმშობლის ტაძარში. დოქსოლოგიის და სადიდებლის შემდეგ, გავემართებით თელავის მოედანზე, ჯვარხატებით, მსვლელობით და მივულოცავთ ჩვენ ხალხს ამ დღეს," - ამბობს დეკანოზი, მამა მიქაელი (ჭაბაშვილი).