"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მთაწმინდა რაიონში, სულხან საბას ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 16 მაისს, 10:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: სულხან საბას ქუჩა, ლეონიძის ქ. 7/2, რუსთაველის 2/4 ( გრიბოედოვის თეატრს).