02 აგვისტო 2026,   20:01
ვრცლად
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის პროცესზე, ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ერთ ბრალდებულს  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

"დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა დასკვნითი სიტყვა ბრალდებულების - დემეტრე ჩიქოვანისა და ანი ნასყიდაშვილის მიმართ. დასკვნითი სიტყვა, ეს არის ბოლო შემაჯამებელი ეტაპი, როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე. მოხდა ამ მტკიცებულების დეტალური განხილვა, შეფასება და ჩვენი მოთხოვნის დაფიქსირება, თუ რა კვალიფიკაცია გვაქვს წარდგენილი და რატომ უნდა იქნეს თითოეული მათგანი დასჯილი იმ ქმედებისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. ჩვენი მოთხოვნაა გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა," - აღნიშნა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

დღის ამბები