"ლელოც," გახარიებიც, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობაა," - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას შეფასებით, "გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს."
"გვარამია გახარიას მიმდევრებზე ეჭვიანობს, რადგან თავის დროზე ეს ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობა" იყო. ჩვენ გახარია რატომ განგვიდგა? პრემიერ-მინისტრი იყო და კრიტიკულ მომენტში გადახტა, მელიას ვერ დავიჭერო. მელია ვინაა? "ნაცია." ეს ავიწყდებათ? ახლა ერთმანეთზე ეჭვიანობენ.
მათ ერთი პატრონი, ერთი დამფინანსებელი ჰყავთ. მათი ამოცანაა, როგორმე საქართველოში პროვოკაცია იყოს და მერვე ტალღაზე რევოლუცია განახორციელონ. გახარია მათი არაა? წინასაარჩევნოდ ერთად არ დარბოდნენ? ახლა არიან ცალ-ცალკე? ახლა "გახარიები" დაწინაურდნენ, გონს მოეგნენ და მიხვდნენ, რომ პარლამენტში სხედან. ჩვენ რომ მუშაობას ვასრულებთ, "გახარიები" პარლამენტში მერეც რჩებიან, ისე მოეწონათ, შენობიდან ბოლოს გადიან. ახლა მათზე დანარჩენები ეჭვიანობენ, ჩვენც უნდა შემოვსულიყავითო. ეს არის ამათი ორმაგი სტანდარტი, ეს არის ამათი მიდგომა. "ლელოც," გახარიებიც, გვარამიებიც, სააკაშვილებიც და თენგოც, გვარამიას თენგო, ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობაა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. პარტია "ახლების" ნაწილი ფიქრობს, რომ "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ, ნაწილი კი ამ მოსაზრების წინააღმდეგია.