ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. პარტია ახლების ნაწილი ფიქრობს რომ "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ, ნაწილი კი ამ მოსაზრების წინააღმდეგია.
"ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის," მათ გაერთიანებაში უნდა მიიღონ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე.
"გახარია პარტიას ვერ განვიხილავ ვერანაირ პარტნიორად, ეს არის ჩემი პოზიცია. გახარიას პარტიის ლიდერი გაქცეულია და არ აკეთებს არანაირ კრიტიკულ განცხადებას. საერთოდ პოლიტიკაში არის?! - უნდა მოიკითხოთ ბატონი გახარია, რჩება თუ არა პოლიტიკაში. ასევე, მისი პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში და რას აკეთებს 6 თვეა პარლამენტში?! - არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს და არ განიხილება ალიანში გახარიას პარტიის გაწევრიანება.
რაც შეეხება "ლელოს," "ლელო" უნდა ჩამოყალიბდეს მის პოზიციონირებაში," - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.