06 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
სტატუსების ომი ოპოზიციაში - სააკაშვილის კრიტიკას ყოფილი თანამოაზრეები პასუხობენ

ყოფილი "ნაციონალები" ყოფილი ლიდერის თავდასხმებს ამჯერად მის სისუსტეზე მითითებით პასუხობენ. ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ ერთ-ერთი ტელეეთერი მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ სტატუსების ომის შემოქმედი სააკაშვილისთვის ეთქვა - ოპოზიციურ ალიანსზე იერიშებით რეალურად მისი პარტიის პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

თავად "გირჩი" ჯაფარიძესაც ეწყინა ყოფილი ლიდერისგან ე.წ. მარიონეტების ოპოზიციაში გადაწერა, რომელიც მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტისთვის ვერც პოლიტიკას აკეთებს საქართველოში და ვერც ადეკვატური ქმედებებით პასუხობს რეალობას. არაერთგზის გასამართლებული პატიმარი ამაყად იმასაც კი ამბობს, რომ მისთვის უკვე სიტყვა "ოპოზიციაც" არარელევანტურია, რადგან თავად ოპოზიციური პარტიები არიან "მოყელყელავე ნაყიდი ეთერებით".

ვინ რა პრინციპით მოქმედებს ოპოზიციურ ფლანგზე - "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებს. სამაგიეროდ, დიდი ინტერესით ეკიდებიან ციხიდან ლიდერის დირექტივებს, მათ შორის, კრიტიკას ოპოზიციის მისამართით, რომლის ადრესატიც, "ნაციონალების" მტკიცებით, არასდროს არიან თავად "ნაციონალები".

სახალხო არც სააკაშვილის პარტიაა ალიანსის სხვა წევრებისთვის, სადაც უკვე ორი თვეა ორი ყურის პრინციპით მოქმედებენ - ისმენენ და საკუთარ თავზე არ იღებენ. თუმცა არასდროს ავიწყდებათ პატიმრის გაფრთხილება, რომ ყოფილ "ნაციონალებზე" თავდასხმებით ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ერთობას აზიანებს.

ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" პოლიტიკური გაერთიანება, მორიგი სანახაობა, დაპირისპირება კი შიდაპარტიული ბრძოლაა სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფინანსებით შექმნილი ხელოვნური ერთობა უკვე დიდი ხანია დაშლილია.

აღარც მაღალ მატერიებზე და აღარც ელემენტარულ საკითხებზე საუბრობენ სრული შემადგენლობით. დღეს ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" მორიგი დახურული შეხვედრა გაიმართა, თუმცა ისევ - ერთობაში მხოლოდ დოკუმენტზე დარჩენილი სააკაშვილის პარტიის გარეშე.

დღის ამბები