Georgian Airways-ის ხომალდის მეთაურმა მიხეილ ჩანადირმა 45-წლიანი საავიაციო კარიერა გამოსამშვიდობებელი ფრენით დაასრულა. კაპიტნის რანგში შესრულებული ბოლო რეისი განსაკუთრებული პატივით დასრულდა.
აეროპორტში მიხეილ ჩანადირს დახვდნენ ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები, ხელმძღვანელობა და ოჯახის წევრები. მიხეილ ჩანადირს გადაეცა საპატიო სიგელი - "საქართველოს დამსახურებული მფრინავი".