აშშ-ის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს.
შეხვედრების დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობას, ტექნოლოგიურ სექტორს, ტაივანის საკითხს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების განხილვას.
დონალდ ტრამპს თან ახლავს 30 მსხვილი ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელი, მათ შორის ილონ მასკი, ტიმ კუკი და ჯენსენ ჰუანგი. ვიზიტის მიზანი ორმხრივი სავაჭრო კავშირების განხილვაა. მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრისას ტრამპმა სი ძინპინს ლიდერი და მეგობარი უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. სი ძინპინმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გრძელდება.