ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა კიევში მასირებული იერიშის შედეგად.
სოლომენსკის რაიონში უკვე რამდენიმე საათია ჩამოშლილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
პარალელურად აფეთქებებია დედაქალაქის, ობოლონისა და გოლოსეევის რაიონებშიც, სამიზნეა საცხოვრებელი სახლები სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით თავდასხმები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, დონეცკის, ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, იერიშების სამიზნე იმიერ კარპატების ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.