გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი გაიზარდა.
"რუსთავის 2-ის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელშიც სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა. მერვე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.