აფხაზეთის სამინისტრო და მოძრაობა "დავითიანი" ახალგაზრდებისთვის ერთობლივ პროექტებს იწყებენ. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში გაფორმდა.
პარტნიორობის მთავარ მიზნად აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება სახელდება.