18 ივნისი 2026,   13:04
ვრცლად
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს, მე და მთელს გუნდს, გვაინტერესებს ამერიკელი ხალხის ფინანსური მდგომარეობა - ჯეი დი ვენსი ტრამპის მიმართ კრიტიკას პასუხობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ადმინისტრაციას "ამერიკელი ხალხის ფინანსური მდგომარეობა ადარდებს" და პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რის გამოც ის გააკრიტიკეს, "დამახინჯებული ინტერპრეტაციით" გავრცელდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დონალდ ტრამპს ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან გუშინ უპასუხა, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.

კონკრეტულად კი, აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რამდენად აძლევდა მას ამერიკელების ფინანსური მდგომარეობა მოტივაციას ირანთან შეთანხმების დადებისკენ. მან უპასუხა: "ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, როდესაც ირანზე ვსაუბრობ, რომ მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე".

 "არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ეს თქვა. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის ნათქვამის დამახინჯებული ინტერპრეტაციაა", - განუცხადა ვენსმა დღეს ჟურნალისტებს ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ.

"მე ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ აშკარად აგრესიულ დიპლომატიურ პროცესში ვართ ჩართულები, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს, მე და მთელს გუნდს, გვაინტერესებს ამერიკელი ხალხის ფინანსური მდგომარეობა", - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დღის ამბები