18 ივნისი 2026,   11:36
ვრცლად
საბერძნეთში ფინანსური კრიზისის დროს, ერთ-ერთი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრმა, საბერძნეთს, კრიზისიდან გამოსასვლელად აკროპოლისის გაყიდვა შესთავაზა - ჟან კლოდ იუნკერი

2009 წელს საბერძნეთში ფინანსური კრიზისის დროს, ევროჯგუფის სხდომაზე ერთ-ერთი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრმა, საბერძნეთს, კრიზისიდან გამოსასვლელად აკროპოლისის გაყიდვა შესთავაზა. 

ინფორმაცია ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია ΣΚΑΪ- ის დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით, იმ პერიოდში საბერძნეთისადმი ნდობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი: "საბერძნეთი აღარ იყო სანდო, ამიტომ ყველას შეეძლო ეთქვა ის, რაც სურდა".

ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ როდესაც სხდომაზე სხვა ქვეყნის მინისტრმა ვალის გადასახდელად აკროპოლისის გაყიდვა მოითხოვა, ამას მისი მკაცრი რეაგირება მოჰყვა: "ვუთხარი გაჩუმებულიყო და მოეკეტა", - აცხადებს იუნკერი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები