მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერან "დინამოელებს" ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ისტორიული მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელებს, რომლებმაც 45 წლის წინ გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს და უდიდესი სიხარული მიანიჭეს ჩვენს ერს.
ეს იყო ერის ზეიმი, სახალხო დღესასწაული, რაც სუფევდა მაშინ, თამაშის დამთავრების შემდეგ მთელს საქართველოში, თბილისში, ყველა ოჯახი, ასაკის მიუხედავად ყველა ზეიმობდა, თითქოს ერთი საფეხბურთო გუნდის გამარჯვებას, მაგრამ სწორედ ეს ძალა აქვს ფეხბურთს, რომ თითოეული ადამიანის განცდა იყო ამაღლებული, ეს დღემდე გრძელდება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.