"პირველადი მოხმარების, სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ა.შ. გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის", - განაცხადა "თბილის მოლის" "კარფურის" გენერალურმა მენეჯერმა თამარ კობაიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროდუქცია თაროებზე სპეციალური მაჩვენებლითაა გამოყოფილი.
"მარტივად მისაგნები რომ იყოს მაღაზიაში, ეს ასორტიმენტი თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით", - აღნიშნა თამარ კობაიძემ.
ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების "სასურსათო კალათის" კუთხეები გაკეთდა - მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.