05 აგვისტო 2026,   18:52
ვრცლად
გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობა შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას - ბულგარეთის საელჩო

ბულგარეთის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს შიოს, აღსაყდრებას ულოცავს. 

"გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობა შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.

ვუსურვებთ მრავალჟამიერ და კურთხეულ მოღვაწეობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე, რათა სიბრძნითა და თავდადებით მწყემსოს საკუთარი სამწყსო, სახელმწიფოებრიობისა და მოძმე ქართველი ერის საკეთილდღეოდ!", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები