05 აგვისტო 2026,   00:24
ვრცლად
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით, საქართველო აღნიშნული ინდექსით მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში - ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამ ყველაფერს მთავრობის მიერ  გატარებული რეფორმები და მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს. მისივე განცხადებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინოს.

"გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, საქართველო აღნიშნული ინდექსით მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში.
ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, პირველ რიგში, ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით, თავის მოსაზრებები წარმოადგინოს." - აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

დღის ამბები