06 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
განათლების მინისტრმა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

განათლების მინისტრმა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა. გივი მიქანაძემ მათ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.

მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით მშობლებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"შეხვედრამ ძალიან საინტერესო ფორმატში ჩაიარა. გარდა ინფორმაციის გაზიარებისა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოწოდებული მშობლების მხრიდან, გარკვეული წინადადებები, რომლებიც რა თქმა უნდა, აქტუალურ განხილვას ექვემდებარება და რაც მთავარია, მშობლების მხრიდან დაფიქსირდა ის განწყობა და მზაობა, რაც რეფორმების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ მიდგომასთან არის დაკავშირებული," - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

დღის ამბები