18 ივნისი 2026,   08:59
ვრცლად
აშშ ირანის პორტებისა და ირანთან დაკავშირებული გემების ბლოკადას განაგრძობს

შეერთებული შტატები ირანის პორტებისა და ირანთან დაკავშირებული გემების საზღვაო ბლოკადას განაგრძობს.
მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში ახლა მიმოსვლა ფაქტობრივად პარალიზებულია.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ბოლო მონაცემებით, რეგიონში 20-ზე მეტი ამერიკული სამხედრო ხომალდია მობილიზებული.

მედიის ინფორმაციით, ვითარებას ამძიმებს ირანის მიერ სრუტეში გემებზე განხორციელებული თავდასხმები, რის გამოც ტვირთმზიდები მასობრივად თიშავენ რადარებსა და გადამცემებს.

ამ დროისთვის ჰორმუზის სრუტეში ბლოკირებულია ასეულობით გემი, რომლებზეც ათობით ათასი მეზღვაური რჩება.
სრუტის დე-ფაქტო ჩაკეტვამ ნავთობის მიწოდების შეფერხება და ენერგორესურსებზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

დღის ამბები