29 ნოემბერი 2026,   02:16
ვრცლად
ჯანდაცვის კომიტეტი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიშს განიხილავს

ჯანდაცვის კომიტეტი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიშს განიხილავს. ამავე დროს, კანონმდებლები იმსჯელებენ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში სამინისტროების ეფექტიანობაზე. ყურადღება გამახვილდება ბიუჯეტში გათვალისწინებულ არაერთ პროექტზეც.  

"ათვისება ამ სამ თვეში 96%-ს ცდება, არ არის 100%-იანი შესრულება იმის გამო, რომ სამინისტროში არის ვაკანტური თანამდებობები, ასევე ტენდერების საკითხებში. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თვეებში და შემდეგ კვარტლებში, იქნება ეს ათვისება და შესრულდება გეგმა, იმიტომ, რომ მიმართულებები ძალიან ბევრია, სადაც არის თანხები დასამატებელი და გასაკეთებელი ეკონომიები,“ - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე.

 

დღის ამბები