ვატიკანის საელჩო კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ეს პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"წმინდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო) საქართველოში დიდი სიხარულით ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასა და სულიერ წინამძღოლობას."
ნუნციუსმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, მთავარეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა ახლადარჩეულ პატრიარქს ოფიციალური მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ემთხვევა საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს 1700 წლის იუბილეს, რომლის ტრადიციული ღირებულებები კვლავაც შთააგონებს ახალ თაობებს.
მთავარეპისკოპოსი ითხოვს უფლის კურთხევას, რათა სულიწმიდამ მიანიჭოს პატრიარქს სიბრძნე და ძალა მეგობრობისა და ძმური დიალოგის გასაღრმავებლად ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ეკლესიებთან, რათა ქართულმა საზოგადოებამ იხაროს და იყოს სახარების მოწმე.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე