ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მომსწრე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ.
შალვა პაპუაშვილი შიო მესამეს იმ ღვაწლის წარმატებით გაგრძელებას უსურვებს, რომელსაც პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.
"სრულიად საქართველოს ვულოცავ უწმინდესი და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსაყდრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მომსწრე
მინდა ვუსურვო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ ვართ ილია მეორის პერიოდში დაბადებულ, გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები. ადამიანები, რომელმაც იგრძნო ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარაგადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ ააღორძნა, გააცოცხლა. ჩვენ, როგორც მრევლი, შეგვკრა. ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დათესა, ჩვენ კი ვიმკით და მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ამ დანატოვარს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.