06 აგვისტო 2026,   04:04
ვრცლად
ზვიად შალამბერიძე ნიკა ნარსიაზე: პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ საკითხი, რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალს და ქართველ ერს

პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალეს და ქართველ ერს, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე "ნაცმოძრაობის" ყოფილი ლიდერის, ნიკა ნარსიას განცხადებას. 

"ფარისევლობა და ცილისწამება ყველა ქრისტიანი ადამიანისთვის უდიდესი ცოდვაა. ჩვენი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსების მოვალეობაა, უბრალოდ, შევაფასოთ ეს საკითხი, ხოლო რაც შეეხება შენდობას, მათ შენდობა შესთხოვონ უფალს და ქართველ ერს", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნარსია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს აზიარებს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლოცვებში, სხვა პატრიარქებთან ერთად, რუსეთის პატრიარქიც იყო მოხსენიებული. ნარსია წერს: "აი თქვენი დედაც მოვ@@@ნ რა..."

დღის ამბები