07 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრება

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაციის საზეიმო მსახურებას ესწრება.

ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია 10:00 საათზე დაიწყო.




დღის ამბები