"გუშინ ახალი პატრიარქი მოევლინა საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს - შიო მესამე", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარემ, პატრიარქ შიოს ინტრონიზაციის შესახებ განაცხადა.
ზვიად სეხნიაშვილის განცხადებით, პატრიარქს უსურვებს გამძლეობას იმ რთულ გზაზე, რომელიც მას აქვს გასავლელი.
"ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ნახევარი საუკუნის წინ იყო, როდესაც პატრიარქად გამოირჩიეს ჩვენი ძვირფასი უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორე. აი, გუშინ ახალი პატრიარქი მოევლინა საქართველოს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს - შიო მესამე.
ვუსურვებ გამძლეობას, რადგან ძალიან რთულია პატრიარქობაა, მით უმეტეს, ისეთ ერში, როგორიც საქართველოა, ფაქტობრივად, გოლგოთას გზაა. ღმერთმა ინებოს, ჩვენი ერთსულოვნებით, თანადგომით, ერთობით გავუადვილოთ მას ის მძიმე სავალი ბილიკები, რომელიც წინ მოელის უწმინდესსა და უნეტარესს პატრიარქ შიოს", - განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა.