მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილში პატრიარქმა კირილემ სააღდგომო სიხარული გამოხატა და მიულოცა ახლად არჩეულ პატრიარქს კერძოდ კი აღნიშნა: "მთელი გულით გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად არჩევას".
მან ასევე ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის არსებულ ისტორიულ და სულიერ კავშირებს და განაცხადა, რომ "ჩვენი დები ეკლესიები უძველესი დროიდან იყვნენ დაკავშირებულნი საერთო ისტორიის განმავლობაში".
რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა მილოცვა დაასრულა შემდეგი სურვილებით: "ჯანმრთელობა და დაუცხრომელი ღვთიური შეწევნა მრავალი დალოცვილი წლის განმავლობაში, მშვიდობიანი და კურთხეული საპატრიარქო მსახურებისას".