09 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

12 მაისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირებენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას. 

12 მაისი ეროვნულ დღესასწაულად არის გამოცხადებული და ქვეყანაში დასვენების დღეა.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.

დღის ამბები