28 ნოემბერი 2026,   16:43
ვრცლად
"გამოჩნდა ღვთის ნება, სინოდში ყველა ერთმანეთს ულოცავს - ჩვენს ცხოვრებაში იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"სინოდში ყველა ერთმანეთს ულოცავს. იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ახალი პატრიარქის არჩევნები უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული.

"მშვიდობით, ერთსულოვნებით იმოქმედა სინოდმა. ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე. გამოჩნდა ღვთის ნება, ყველა ერთმანეთს ულოცავს სინოდში. ასე რომ, იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს," - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

 

დღის ამბები