29 ნოემბერი 2026,   00:16
ვრცლად
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

საქართველოს პატრიარქად მეუფე შიოს ინტრონიზაციის თარიღად 12 მაისი დასახელდა. თარიღი თავად ახლად არჩეულმა პატრიარქმა დაასახელა.

მეუფე შიოს კათალიკოს პატრიარქად კურთხევა სვეტიცხოველში მოხდება, მსახურება კი, დილის 10:00 საათზე დაიწყება.

"მოგეხსნებათ, დღეს ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ინტრონიზაციის თარიღი. ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე, უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა.

უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ, ეს არის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომის დღესასწაული, ამიტომ ინტრონიზაცია შედგება ხვალ, სვეტიცხოველში, მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე", - განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, გაფართოებულ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი) 22 ხმით აირჩიეს.

 

დღის ამბები