პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი, სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, სლოვაკურ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით.
"სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, საუბარი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, განათლებისა და ახალგაზრდების კუთხით თანამშრომლობაზე. მთავარი საკითხებია ვაჭრობა, ეკონომიკა და ტურიზმი", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.