29 ნოემბერი 2026,   01:34
ვრცლად
საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა

სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა. ამ დროისთვის ყუთი უკვე დაილუქა, რომელშიც 39-მა ეპისკოპოსმა სასურველი კანდიდატის სახელი მოათავსა.

დღევანდელ კრებაზე მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო, მიტროპოლიტი იობი და მიტროპოლიტი გრიგოლი - წმინდა სინოდმა აპრილის ბოლოს ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 

ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.


დღის ამბები