18 ივნისი 2026,   09:00
ვრცლად
"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 104 დოლარს მიაღწია - CNN

აშშ-ს და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

CNN-ის ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 104 დოლარს მიაღწია, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 98 დოლარამდე გაიზარდა.

პარალელურად, ვითარება მწვავდება ჰორმუზის სრუტეში, ირანის სამხედრო ხელმძღვანელობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ანტი-ირანულ სანქციებს უერთდებიან, სრუტეში გემების გადაადგილებისას პრობლემების შექმნით ემუქრება.
შტატები კი, ირანული პორტებისა და გემების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს.

დღის ამბები