დონალდ ტრამპი, მიმდინარე კვირას ჩინეთს ეწვევა.
ინფორმაციას ოფიციალური პეკინი უკვე ადასტურებს. ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, სახელმწიფო ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.
გამოცემა "როიტერის" ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოება, ირანის კონფლიქტი და ბირთვული იარაღის რეგულირება.
ლიდერები ასევე განიხილავენ რეგიონულ პოლიტიკას, კერძოდ ვითარებას ტაივანის ირგვლივ. საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ სექტორს, ხელოვნური ინტელექტის სფეროს და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.