18 ივნისი 2026,   09:00
ვრცლად
საკრუიზო ლაინერ "ჰონდიესის" კიდევ ერთ მგზავრს ჰანტავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

"ჰონდიესის" კიდევ ერთ მგზავრს ჰანტავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. დაავადების ნიშნები საფრანგეთის მოქალაქეს სამშობლოში ევაკუაციისას, ფრენის დროს გამოუვლინდა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ხომალდიდან ევაკუირებულები ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. ცნობილია, რომ ლაინერი ტენერიფეს პორტში გუშინ შევიდა. ბორტზე 23 ქვეყნის 150-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, ინფექციას საკრუიზო ლაინერზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსი კი, სულ მცირე, რვა მგზავრს დაუდასტურდა.

დღის ამბები