08 ივნისი 2026,   07:52
ვრცლად
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

"პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები