29 ნოემბერი 2026,   07:31
ვრცლად
ჩემი შეხედულებით, პატრიარქი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეუფე შიო - არქიმანდრიტი ნიკოლოზი

სამების საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები იკრიბებიან - ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს უნდა დასახელდეს.

საპატრიარქო ტაძარში მისულმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზ პიტნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქი მეუფე შიო უნდა გახდეს.

"ღმერთის მინდობით, ალბათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ჩემი შეხედულებით და ჩემი აზრით, პატრიარქი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეუფე შიო. მე მგონი, არჩევნების მეორე ტური არ იქნება," - აცხადებს ნიკოლოზ პიტნავა.

დღის ამბები